კომპენსაცია ფრენებზე - Flyhelp.ge- ს გუნდი, რომელიც თქვენთან ერთად ამაყობს მოგებული დავებით!

სააგენტო Flyhelp მომხმარებელს, ავიარეისის გადადების, გაუქმების, ან გადაჯავშნის დროს, კუთვნილიკომპენსაციის მიღებაში დახმარებას სთავაზობს.

აღნიშნული მომსახურება პირველად საქართველოში  Flyhelp-ის გუნდმა შემოიტანა და შედეგად,  დაახლოებით 5000 მგზავრზე, სამ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია გასცა.

Flyhelp - ი  ევროკომისიის ეგიდით შექმნილი ავიამგზავრთა უფლებების დამცველი ასოციაციის, APRA-ს წევრია, რაც  იმას ნიშნავს, რომ Flyhelp -ის მომსახურება სრულად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტისმოთხოვნებს და კომპანია  ავიამგზავრების ინტერესებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაიცავს.

„ვიცავთ  მგზავრების უფლებებს, რადგან გვაქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა!“ - ცოდნა და გამოცდილება, სწორედ ეს არის კომპანიის სავიზიტო ბარათი მომხმარებელთან ურთიერთობისას.

გაგაცნობთ  გუნდს, რომელიც ავია მგზავრთა უფლებებს იცავს:

კომპანია Flyhelp - ის დამფუძნებლები მიხეილ ჭანტურია და ვატო ფარცხალაძე არიან, რომელთაც  უმაღლესი განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული და საქართველოშიც ევროპული გამოცდილება საკმაოდწარმატებულად დანერგეს.

სამართლიანობის პრინციპი - ეს მიშა ჭანტურიას საქმიანობაში მთავარი დევიზია. მისთვის, როგორციურისტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა. მიშა ჭანტურია ავია მგზავრთა უფლებების დაცვის საკითხებში ექსპერტი, გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრი. სახელმწიფო და კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა საქართველოსიუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს უზენაესისასამართლო,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და სხვა.

 ორგანიზაციის მდგრადობასა და განვითარებაზე ვატო ფარცხალაძე ზრუნავს. იმისთვის, რომსაქართველოში ავიამგზავრთა უფლებები სააგენტომ ეფექტურად დაიცვას და მომხმარებლისთვისთანამედროვე სტანდარტები უზრუნველყოს, ვატო ფარცხალაძე საერთაშორისო პრაქტიკას იკვლევს. ის,როგორც ექსპერტი  ავიამგზავრთა უფლებების დაცვის საკითხებში, აწარმოებს დავებს სხვადასხვაავიახაზებთან და ახდენს კომპანიის ფინანსურ პროგნოზირებას. ვატო გერმანიის Potsdam-ის უნივერსიტეტისეკონომიკისა და მეცნიერების დოქტორია და აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობდა ისეთ წამყვანპოზიციებზე, როგორიცაა ფინანსური კონტროლერი გერმანიის -Rent a Bike FCC GmbH-ში, მუშაობდა  Airberlin კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, იყო PHP Trading GmbH-ის  კლიენტებთან ურთიერთობისმენეჯერი აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს მიმართულებით, ასევე  გერმანიის Startup Grind-ის საქართველოსწარმომადგენელი და ანალიტიკური მრჩეველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომპანიის მომხმარებლთან სწრაფ და ამომწურავ უკუკავშირზე  Flyhelp-ის  კომუნიკაციის მენეჯერი და  ფინანსური განყოფილების უფროსი ნათია ბედენაშვილი ზრუნავს, რომელსაც კერძო და საჯაროსექტორში, წამყვან პოზიციებზე მუშაობის 13+ წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა BELLE MASION, HARD ROCK CAFÉ TBILISI, CENTRAL RETAIL,MARSHE, G-MART და BRITISH-GEORGIAN ACADEMY.

კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე კი თეონა თაბაგარი - კომპანია Flyhelp-ის საზოგადოებასთანურთიერთობის ხელმძღვანელი ზრუნავს. თეონა არის დოქტორანტი მასობრივ კომუნიკაციებში. ის არის  სტრატეგიული კომუნიკაციების აკადემიის დამფუძნებელი, მოწვეული ლექტორი, ტრენერი. აქვს მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება.  თანამშრომლობდა საერთაშორისო, სახელმწიფო და კერძო სექტორთან.

კომპანია Fly help-ისთვის მთავარი ღირებულებაა მგზავრის უფლებების დაცვა და ყველა მოგებული საქმით, სამ მილიონამდე გაცემული კომპენსაციით ამაყობს! რაც მთავარია, გუნდის თითოეულ წევრსგაცნობიერებული აქვს საქმიანობის საზოგადოებრივი სიკეთე და მგზავრების მიმართ პასუხისმგებლობა!