მოგებული დავა

2018 წელს, ბერლინიდან ბარსელონაში Ryanair-ით მივდიოდი, საქმიანი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი, ვემზადებოდი, ვფიქრობდი შესაძლო პერსპექტივაზე... ემოციებიც თავისთავად მატულობდა... თუმცა, მოულოდნელად ჩემი ფრენა გაუქმდა...

ვიყავი გაოგნებული, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვან შეხვედრას ვტოვებდი... მეგობრის რეკომენდაციით, დავუკავშირდი კომპანია Flyhelp-ს, რომელმაც გამიჩინა დახმარების იმედი, თუმცა ამიხსნეს ისიც რომ კომპენსაციის მიღება დროს მოითხოვდა. იმ დღესვე, ჩემი ხარჯებით გავფრინდი შეხვედრაზე... 

ისტორია ამით არ დასრულებულა ???? უკან დაბრუნებისას, როცა ბარსელონადან ბერლინში, ამჯერად Vueling-ის ავიახაზით ვბრუნდებოდი ხომალდზე არ დამიშვეს, ანუ ავიხაზს იმაზე მეტი ბილეთი ქონდა გაყიდული, ვიდრე რეალური ადგილი იყო ე.წ. "ბორდზე", ეს როგორც აღმოჩნდა პრაქტიკაში მიღებული პროცესია.

შემომთავაზეს ახალი რეისით გაფრენა, მე რა თქმა უნდა ისევ დავუკავშირდი Flyhelp-ს და უკვე მათგან ვიცოდი, რომ განაცხადის შემთხვევაში აქაც მეკუთვნოდა, როგორც ახალი ბილეთი, ასევე კომპენსაცია და იქ სასტუმროთი სარგებლობა!
საბოლოოდ, ჩემი ორი ამ ორი შემთხვევით მივიღე 600 ევრომდე კომპენსაცია"