საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში ძველი საიტი

ფრენის დაგვიანება

ფრენის 3 საათით ან მეტი დროით დაგვიანების შემთხვევაში, მოქმედი რეგულაციის მიხედვით  მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე.

 

ფულადი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე:

  • 1500 კმ.მდე-250 ევრო;
  • 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე-400 ევრო;
  • 3500 კმ.ზე მეტი-600 ევრო.

 

ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია  თუ: 

  • საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრინდი 3 საათი ან მეტი დროის დაგვიანებით.ეს ეხება არამხოლოდ პირდაპირ, არამედ დამაკავშირებელ ფრენებსაც.
  • ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში ნებისმიერი ავიახაზით.
  • ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნაში მესამე ქვეყნიდან მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული ავიახაზით.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ბილეთის საფასური არანაირ გავლენას არ ახდენს კომპენსაციის ოდენობაზე.
  • მნიშვნელობა არ აქვს თუ ვის მიერ შეძენილი იქნა ბილეთი, კომპენსაცია ეკუთვნის უშუალოდ მგზავრს.
  • კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემტხვევაში, თუ ისარგებლე ფრენით.