საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში ძველი საიტი

ფრენის გაუქმება

ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ავიაკომპანია ვალდებულია, მგზავრს შეთავაზოს ალტერნატიული მარშუტი საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე ან ბილეთის საფასურის უკან დაბრუნება.

მიუხედავად იმისა თუ რომელ შეთავაზებას აირჩევს მგზავრი, მას დამატებით უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია 250 დან 600 ევრომდე.

 

ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრს გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია თუ:

  • ავიაკომპანიამ მგზავრს შეატყობინა ფრენის გაუქმების შესახებ გაფრენამდე 14-ი დღით ადრე.
  • ფრენის გაუქმება მოხდა „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო.

 

ფულადი კომპენსაციის ოდენობა როგორც ფრენის დაგვიანებისას ასევე გაუქმებისას დამოკიდებულია ფრენის მანძილზე:

  • 1500 კმ.მდე-250 ევრო;
  • 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე-400 ევრო;
  • 3500 კმ.ზე  მეტი-600 ევრო.

 

დამატებითი ინფორმაცია

კომპენსაცია მოთხოვნა გაუქმებულ ფრენაზე შესაძლებელია თუ:

  • ფრენა ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნების მიმართულებით ნებისმიერი ავიახაზით.
  • ფრენა ხორციელდება საქართველოდან სხვა ქვეყანაში ნებისმიერი ავიახაზით.
  • ფრენა ხორციელდება საქართველოში. (შიდა რეისები)