საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში ძველი საიტი

ხომალდზე არ დაშვება

ხშირად ხდება, რომ ყველა მგზავრი ფრენაზე არ ცხადდება და მათი ადგილი ცარიელი რჩება. მსგავს შემთხვევებში, ავიაკომპანიები კონკრეტულ რეისზე უფრო მეტ ბილეთს ყიდიან, ვიდრე ხომალდში ადგილების რაოდენობაა. 

 

ამგვარ პრაქტიკას „ოვერბუქინგი“ (Overbooking) ეწოდება. 

 

„ოვერბუქინგის“ შემთხვევაში შესაძლებელია რომელიმე მგზავრი „ზედმეტი“ აღმოჩნდეს და ასეთ დროს ავიაკომპანიას უწევს უარი უთხრას მგზავრს ხომალდში ჩასხდომაზე.

 

მოქმედი რეგულაცია მაქსიმალურად იცავს მგზავრს „ოვერბუქინგის“დროს და ითვალისწინებს როგორც ბილეთის თანხის უკან დაბრუნებას, სასტუმროთი და კვებით უზრუნველყოფას, ალტერნატიული მარშრუტის მოთხოვნას და დამეტებით ფულად კომპენსაციას.

 

ფულადი კომპენსაციის ოდენობა როგორც ფრენის დაგვიანებისას და გაუქმებისას ასევე ხომალდში არ დაშვების დროს დამოკიდებულია ფრენის მანძილზე:

  • 1500 კმ.მდე-250 ევრო;
  • 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე-400 ევრო;
  • 3500 კმ.ზე მეტი-600 ევრო.