საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში ძველი საიტი

ბარგი

ბარგის დაგვიანება

ბარგის დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს გარკვეული თანხის ანაზღაურება პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ყველა ავიახაზს განსხვავებული ყოველდღიური განაკვეთი  ე.წ. „Daily Allowance”აქვს განსაზღვრული. ჩვენი რეკომენდაცია: მსგავს შემთხვევაში, მგზავრმა პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენამდე ავიახაზთან გაარკვიოს ყოველდღიური განაკვეთის ოდენობა.

 

ბარგის დაზიანება 

ბარგის დაზიანების შემჩნევის დროს აუცილებელია, რომ მიმართო აეროპორტშივე ე.წ. "Lost and Found" ბიუროს და შეავსო სპეციალური განაცხადი (Property Irregularity Report). მოქმედი რეგულაციის მიხედვით, მგზავრმა ავიახაზს კომპენსაციის მოთხოვნით უნდა მიმართოს ჩამოფრენიდან 7 დღის განმავლობაში და წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში ავიახაზი თავისუფლდება კომპენსაციის გადახდის პასუხისმგებლობისგან. 

 

ბარგის დაკარგვა.

მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ბარგი დაკარგულად ითვლება თუ მგზავრს იგი არ დაუბრუნდა 21 დღის განმავლობაში. 21 დღის გასვლის შემდგომ, მგზავრს უფლება აქვს მიმართოს ავიახაზს და მოითხოვოს კომპენსაცია.