KLM – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
October 31, 2024Turkish Airlines – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
November 6, 2024KLM – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
October 31, 2024Turkish Airlines – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
November 6, 2024Pegasus Airlines – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
გაინტერესებს გეკუთვნის თუ არა Pegasus Airlines -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია? მაშინ წაიკითხე ეს სტატია, რომელშიც ყველა მნიშვნელოვან დეტალს გაიგებ ამ პროცესის შესახებ.
Pegasus Airlines -ი თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 30 წელზე მეტია ოპერირებს მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე. პეგასუსის ავიახაზები საქართველოს ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან აკავშირებს როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან. ავიაკომპანია ჯამში 40-მდე ქვეყანაში, 70 მიმართულების ასრულებს ფრენებს.
მიუხედავად იმისა, რომ Pegasus Airlines -ი არ არის ევროპული ავიაკომპანია, ის მაინც იცავს ევროკავშირის რეგულაციებს, როდესაც ოპერირებს ევროპის ფარგლებში. ამიტომ, ფრენასთან დაკავშირებული შეფერხებების დროს, პეგასუსის ავიახაზები ვალდებულია შეასრულოს EC 261 -ით გათვალისწინებული მოთხოვნები მგზავრთა უფლებების შესახებ და გასცეს კომპენსაცია საჭიროების შემთხვევაში.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Pegasus Airlines -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
Pegasus Airlines -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
დაგვიანება 3 საათს აღემატება
თუ რეისი საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრინდება დაგეგმილ დროზე 3 საათით ან მეტით გვიან, მგზავრებს ეკუთვნით Pegasus Airlines -ის კომპენსაცია დაგვიანებული ფრენის გამო. კომპენსაციის დასადგენად მნიშვნელოვანია რეისის ჩაფრენის და არა გაფრენის დრო.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
კომპენსაციის წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა. სწორედ ევროკავშირის 261/2004 რეგულაცია იცავს მგავრების უფლებებს რეისების დაგვიანების თუ გაუქმების დროს.
დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლების გაფიცვა და ა.შ. თუ დაგვიანების მიზეზია ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკები, გაფიცვები, ან სხვა “განსაკუთრებული გარემოებები, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, კომპენსაცია არ გაიცემა.
ავიაკომპანიისგან არ მიგიღიათ ალტერნატიული ფრენის შეთავაზება
თუ ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა, რომლის ჩაფრენის დრო დაემთხვეოდა თქვენი პირველი ფრენის დროს, ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ Pegasus Airlines -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Pegasus Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?
Pegasus Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში
თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიისგან გაუქმების შეტყობინება მიიღეთ გაფრენის თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
თუ თქვენი გაუქმებული ფრენის გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
როდესაც ფრენის გაუქმების მიზეზად სახელდება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ან სხვა ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზები, მგზავრებს უფლება აქვთ მიიღონ Pegasus Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია.
ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა
ზოგჯერ, როდესაც ავიაკომპანია აუქმებს ფრენას, მგზავრებს სთავაზობს დანიშნულების ადგილას სხვა რეისით გამგზავრებას. თუ თქვენ მსგავსი შეთავაზება არ მიგიღიათ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. ასევე, იცოდეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაკომპანიამ ავიაბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნათ.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Pegasus Airlines -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?
Pegasus Airlines -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია გეკუთვნით მაშინ, თუ ავიაკომპანიამ, თქვენი სურვილის წინააღმდეგ, არ დაგიშვათ ბორტზე ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ:
რეგისტრაციაზე და ჩასხდომაზე გამოცხდდით დროულად
გაქვთ დადასტურებული ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი
ავიაკომპანიისგან შემოთავაზებულ ალტერნატივაზე, მაგ. ვაუჩერზე, განაცხადეთ უარი.
თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია ბორტზე არ დაშვების გამო.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Pegasus Airlines -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის კომპენსაცია?
იმისათვის, რომ დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია, ადგილი უნდა ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:
დაკარგული ბარგი
თუ თქვენ ფრენიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ჩაბარებულ ბარგს, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად და უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია.
დაზიანებული ბარგი
თუ თქვენი ბარგი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამისათვის აუცილებელია აეროპორტშივე განაცხადოთ ამის შესახებ და შეავსოთ სპეციალური ფორმა (Property Irregularity Report). განცხადებიდან 7 დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მოითხოვოთ კომპენსაცია დაზიანებული ბარგის გამო.
დაგვიანებული ბარგი
თუ თქვენმა ბარგმა დანიშნულების ადგილას ჩამოსვლა დაიგვიანა, პეგასუსი ავიახაზები -სგან შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ აუცილებელი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ბარგის მოლოდინში დაგჭირდათ.
რა შემთხვევაში არ გეკუთვნით Pegasus Airlines -ის ის ფრენის კომპენსაცია?
არსებობს მიზეზები, რომლებიც ავიაკომპანიას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან გასცეს კომპენსაცია დაგვიანებული თუ გაუქმებული რეისების გამო. ეს მიზეზებია:
ავიაკომპანიამ შეატყობინა მგზავრების ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შესახებ 14 დღეზე მეტი დროით ადრე.
ადგილი ჰქონდა ე.წ „განსაკუთრებულ გარემოებებს“, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. ესენია: ცუდი ამინდი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო არეულობა, ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან, სამთავრობო გადაწყვეტილებები და ა.შ.
თუ რეისმა დაიგვინა 3 საათზე ნაკლები დროით, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ვერ მოითხოვთ კომპენსაციას.
რამდენია Pegasus Airlines -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია გაფრენისა და ჩაფრენის აეროპორტებს შორის მანძილზე და გამოითვლება შემდეგნაირად:
ფრენებს შორის მანძილი 1500 კმ-მდე: 250 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 1500 -დან 3500 კმ-მდე: 400 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 3500 კმ-დან: 600 ევრო
როგორ შემიძლია მივიღო Pegasus Airlines -ის ფრენის კომპენსაცია?
პეგასუსის ავიახაზების კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მარტივი ფორმის შევსება, რომელსაც FlyHelp-ი გთავაზობთ. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია, ატვირთოთ პასპორტი და ავიაბილეთი და ბოლოს ელექტრონული ხელმოწერით დაადქასტუროთ თქვენი მოთხოვნა. ამით უფლებას მოგვანიჭებთ თქვენი სახელით ავიაკომპანიისგან მოვითხოვოთ თქვენი კუთვნილი კომპენსაცია. განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და საჭირო პროცესების დაყება ჩვენთან უფასოა. საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დაკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას კომპენსაციის მიღებაზე.
რატომ FlyHelp-ი?
პროფესიონალთა გუნდი - დახმარებას გაგიწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და არაერთი წარმატებით ამ საქმეში.
დროის დაზოგვა - თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ავიაკომპანისთან საკონტაქტოდ და საჭირო პროცედურების გასავლელად.
არანაირი ფინანსური რისკი - მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთვევაში.