გადაიდო ან გაუქმდა შენი ფრენა? შესაძლოა გეკუთვნის კომპენსაცია

შეავსე განაცხადი და გადაამოწმე, გეკუთვნის თუ არა 600€-მდე კომპენსაცია.

რატომ უნდა აირჩიოთ Flyhelp ?

როდის შეგიძლია ავიაკომპანიისგან მოითხოვო ფულადი კომპენსაციის?

ავიაკომპანია რეისის დაგვიანების შემთხვევაში ვალდებულია გადაგიხადოს კომპენსაცია, თუ

შენი რეისი დანიშნულების ადგილზე ჩაფრენას დააგვიანებს 3 საათზე უფრო მეტი დროით.

რეისის დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მხრიდან, შენგან დამოუკიდებელი მიზეზით.

რეისის შესრულებიდან არ არის გასული 2 წელი, ზოგ შემთხვევაში კი 3.

ავიაკომპანია რეისის გაუქმების შემთხვევაში ვალდებულია გადაგიხადოს კომპენსაცია, თუ

შენი ფრენა გაუქმდა, მაგრამ ავიაკომპანიამ ფრენამდე 14 დღით ადრე არ გაგაფრთხილა ამის შესახებ.

ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მხრიდან, შენგან დამოუკიდებელი მიზეზით.

შენი ფრენის გაუქმება უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

ავიაკომპანიამ უარი გითხრა ჩასხდომაზე, ბორტზე არასკმარისი ადგილების გამო, გეკუთვნის კომპენსაცია, თუ

შენი ნებით არ გადაგიცვლია ბილეთი, რაიმე სახის ვაუჩერში ან სხვა სარგებელში.

ჩასხდომაზე შენთვის უარის თქმა გამოწვეული არ არის შენი მიზეზით, დროულად გამოცდადდი რეისზე.

აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებიდან არ არის გასული 3 წელზე მეტი.

უპირატესობები

ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას

globe

არანაირი რისკი


წინასწარ თქვენ არაფრის გადახდა არ გიწევთ. No win, no fee!
airplane

სანდოობა


5 წლიანი გამოცდილება რაც უზრუნველყოფს ბაზარზე მაღალ სანდოობას.
plane

ავიაკომპანიები


Flyhelp.ge გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიებისგან.
customer-service

კონსულტაცია


ჩვენი პროფესიონალების გუნდი გაგიწევთ კომპეტენტურ კონსულტაციას

რატომ უნდა აირჩიოთ FlyHelp კომპენსაციის მისაღებად ?

FlyHelp აქტიურად ზრუნავს მომხმარებელთა ინტერესებსზე უკვე 5 წელზე მეტია. Ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები მზად არიან ნებისმიერ დროს დაგეხმარონ კუთვნილი ფულადი კომპენსაცია სწრაფად და მარტივად მიღებაში. Თქვენს ნაცვლად ჩვენ ვიზრუნებთ ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტის შეგროვებაზე და კომპენსაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე.

თუ ავიაკომპანია პასუხს გონივრულ ვადებში არ დააბრუნებს, ან უარს განაცხადებს ანაზღაურებაზე, Flyhelp უზრუნველყოფს მათთან კავშირს მანამ, სანამ არ მიიღებთ კომპენსაციას ან დასაბუთებულ პასუხს რეისის შეფერხების საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით. Მიზეზი თუ საპატიო არ იქნება, საქმე გადაეცემა სასამართლოს. Სასამართლო პროცესის მსვლელობისას, ჩვენ ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები და დავიცავთ თქვენს ინტერესებს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. კომპენსაციის ვადების წინასწარ განსაზღვრა რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე და მათ მიერ დაბრუნებულ პასუხზე.

Ჩვენთან განაცხადის შევსება ძალიან მარტივია, ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბილეთის, პასპორტის და ელექტრონული ხელმოწერის ატვირთვა. შენ ამით გვაძლევ უფლებას შენი სახელით მოვთხოვოთ ავიაკომპანიას კომპენსაცია. Ჩვენთან განაცხადის გამოგზავნით გაზრდი შანსებს მიიღო კომპენსაცია. Განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და შესაბამისი პროცესების დაწყება ჩვენთან უფასოა, საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანიამ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა კომპენსაციის მიღების შესახებ.

Flyhelp უკვე უამრავ ადამიანს დაეხმარა კომპენსაციის მიღებაში, გამოგვიგზავნე განაცხადი და იყავი შემდეგი შენ.

ხშირად დასმული კითხვები:

რა შემთხვევაში შემიძლია მოვითხოვო კომენსაცია?

კომპენსაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ თუ აკმაყოფილებ შემდეგ პირობებს:

Რეისმა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დააგვიანა 3 საათი ან მეტი.

Რეისი გაუქმდა ავიაკომპანიის მხრიდან და ფრენამდე 2 კვირაზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი.

რეისის შეფერხების მიზეზი იყო ავიაკომპანისგან გამოწვეული.

რეისზე არ დაგიშვეს თვითმფრინავში არასაკმარისი ადგილების გამო.

რა პროცედურის გავლაა საჭირო განაცხადის გასაკეთებლად?
განაცხადის შევსება ჩვენს საიტზე ძალიან მატივი პროცედურაა, დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი.
რამდენი ხნის განმავლობაში შემიძლია კომპენსაციის მოთხოვნა?
ყველა ავიაკომპანია განსხვავებულ კანონმდებლობას გვთავაზობს, ძირითად შემთხვევაში რეისის შესრულებიდან 2-3 წლის განმავლობაში შესაძლებელია მოთხოვნა.
რამდენი მეკუთვნის კომპენსაცია?
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია აეროპორტებს შორის მანძილზე.

Მანძილი 1500კმ-მდე - €250

Მანძილი 1500-3500კმ-მდე €400

Მანძილი 3500კმ-ზე მეტი - €600

გახდი ჩვენი პარტნიორი

FlyHelp მუდამ დაინტერესებულია ახალი პარტნიორების ძიებით. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ყველა პირს/კომპანიას ვთავაზობთ ფასდაკლებას FlyHelp-ის სერვისით სარგებლობისას, ასევე ვთავაზბთ Affilate პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შემოსული ყოველი ახალი განაცხადი გახდება შენი პასიური შემოსავლის წყარო. თუ ფიქრობ რომ ჩვენი პარტნიორობა შეიძლება შედგეს შეავსე ფორმა.

100 მეტი პარტნიორი

მიიღე 15% პროცენტამდე სარგებელი თითოეული მოგებული საქმიდან