წესები და პირობები

შპს „აერორეფანდი“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

1. ზოგადი

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (“პოლიტიკა”) განსაზღვრავს იმ პირობებს რომლის საფუძველზეც შპს „აერორეფანდი“ შეაგროვებს, გამოიყენებს, გადასცემს ანდა სხვაგვარად დაამუშავებს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს. ეს პოლიტიკა არეგულირებს ჩვენს მფლობელობასა და კონტროლს ქვეშ არსებულ მონაცემებს, მათშორის
იმ ორგანიზაციების კონტროლს ქვეშ არსებულ მონაცემებს რომელიც ჩვენი დავალებით აგროვებენ, იყენებენ ან სხვაგვარად ამუშავებენ მონაცემებს.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მომსახურების გასაწევად. ჩვენი მომსახურებით სარგებლობით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენს მიერ ამ პოლიტიკის მიხედვით თქვენი მონაცემების გამოყენებაზე. თუ კი ამ დოკუმენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი, აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა რაც მოცემულია მომსახურების პირობებში რომელიც მოცემულია ვებ-გვერდზე: www.flyhelp.ge

2. შეგროვებულ მონაცემთა სახეები

2.1 პერსონალური ინფორმაცია

ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ სხვადასხვა პერსონალურ ინფორმაციის გამჟღავნება რაც აუცილებელია თქვენი იდენტიფიკაციისთვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ):

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • მისამართი, ქვეყანა, რეგიონი, საფოსტო კოდი, ქალაქი;
  • ქუქი ფაილები და სერვისით სარგებლობის მონაცემები.

2.2 მონაცემები სერვისით სარგებლობის შესახებ

ჩვენ აგრეთვე შეიძლება შევაგროვოთ და დავამუშავოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებს. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი კომპიუტერის ინტერნეტპროვაიდერის მისამართს (IP მისამართი), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, თქვენსმიერ მონახულებული საიტები, საიტზე შესვლის დრო და თარიღი, საიტზე გატარებული დრო, მოწყობილობის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და სხვა.

2.3 ქუქი ფაილების მონაცემები

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი ან სხვა ტექნოლოგია რათა დავაკვირდეთ თქვენს მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობას ან მოვიპოვოთ სხვა ინფორმაცია.

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ქუქი-ფაილები იგზავნება თქვენს ბრაუზერში ჩვენი საიტიდან. სხვა მსგავსი ტექნოლოგია შეიძლება იყოს „beacons“, „tags“, „scripts“, რომლითაც ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვაანალიზებთ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები.

თქვენ შეგიძლიათ უბრძანოთ თქვენს ბრაუზერს რომ უარყოს ქუქი-ფაილების შემოთავაზება, თუმცა, შეიძლება ასეთ შემთხვევაში  თქვენ ვეღარ შეძლოთ სერვისებით სრულყოფილად სარგებლობა. მაგალითის სახით,  ჩვენ  შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ქუქი-ფაილები:

  • სესიის ქუქიფაილები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ჩვენი სერვისების ოპერირების მიზნით
  • პრეფერენციის ქუქიფაილები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს რათა დავიმახსოვროთ თქვენი პრეფერენციები
  • უსაფრთხოების ქუქი-ფაილები _ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს უსაფრთხოების მიზნებისთვის.
3. მონაცემების გამოყენება

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის:

  • თქვენთვის მომსახურების სათანადოდ გაწევისთვის და ჩვენი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად
  • თქვენი იდენტიფიცირებისთვის
  • თქვენი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან რეკომენდაციის საპასუხოდ ან დასამუშავებლად
  • თქვენთან ურთიერთობის წამოებისთვის
  • გადახდების წარმოებისთვის;
  • ჩვენი სერვისების, მარკეტინგული ღონისძიებების, ინიციატივების ან სხვა პრომო აქციების შესახებ თქვენთვის მარკეტინგული ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • სხვადასხვა რეგულაციასთან, კანომდებლობასთან, წესთან ან კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ან რათა სათანადო დახმარება გავუწიოთ სამართალდამცავ ორგანოებს ან სამთავრობო, სასამართლო და მარეგულირებელ ორგანოებს სხვადასხვა გამოძიების წარმოებაში;
  • ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის, თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;
  • ჩვენი სერვისებით სარგებლობაზე დაკვირვებისათვის;
  • კლიენტისათვის სერვისებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად;
  • ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რა მიზნითაც თქვენ ინფორმაციას მოგვაწვდი;
  • ნებისმიერ სხვა, ჩვენთან არა აფილირებული პირისთვის, მათ შორის ჩვენი სერვის პროვაიდერებისთვის, სამთავრობო, სასამართლო და მარეგულირებელი ორგანოებისთვის (როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ), ამინფორმაციის გადაცემისთვის, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის;
  • ნებისმიერი სხვა მსგავსი/თანმდევი ბიზნეს მიზნებისთვის
4. მონაცემთაგადაცემა

თქვენი მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები, შეიძლება გადაგზავნილი და შენახული იქნეს თქვენი ადგილმდებარეობისაგან განსხვავებულ ლოკაციაზე, სადაც არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს თქვენი ადგილმდებარეობის ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისგან.

თუ თქვენი ადგილმდებარეობა არ არის საქართველო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაცემული და დამუშავებული იქნება საქართველოში.

თქვენს მიერ ამ პოლიტიკაზე თანხმობის გამოთქმა და მონაცემების მოწოდება წარმოადგენს თქვენს იურიდიული ძალის მქონე თანხმობას მსგავს გამოყენებაზე.

შპს „აერორეფანდი“ მიიღებს ყველა გონივრულ ზომას რათა უზრუნველყოს რომ თქვენი მონაცემები სათანადოდ არის დაცული ამ პოლიტიკის მიხედვით და არ მოხდება მისი გადაცემა იმ ორგანიზაციისათვის ან იმ ქვეყანაში თუ კი არ არსებობს თქვენი მონაცემების დაცვის  სათანადო გარანტიები.

5მონაცემების გამჟღავნება

ჩვენ შესაძლებელია გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ კი:

  • ეს საჭიროა თქვენთვის მომსახურების გასაწევად და ჩვენი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად;
  • თქვენთვის მომსახურების სათანადოდ გასაწევად საჭიროა მათი გამჟღავნება ჩვენი სერვის პროვაიდერებისთვის ან სხვა ორგანიზაციებისთვის რომლებსაც ჩვენ ვიყენეთ მომსახურების გასაწევად;
  • ეს საჭიროა რეგულაციებთან შესაბამისობისთვის;
  • ეს საჭიროა შპს „აერორეფანდის“ უფლებების ან/და საკუთრების დასაცავად;
  • ეს საჭიროა ჩვენი სერვისებით ბოროტად სარგებლობის აღსაკვეთად ან მის გამოსაძიებლად;
  • ეს საჭიროა კლიენტების პირადი უსაფრთხოების ან საჯარო უსაფრთხოების დასაცავად.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები შესაძლებელია ძალაში დარჩეს იმ შემთხვევაშიც როდესაც თქვენ შეწყვიტეთ ან სხვაგვარად შეცვაკეთ ჩვენთან ურთიერთობა, გონივრული ვადის განმავლობაში (მათ შორის, იმ ვადით რაც საჭიროა თქვენთან არსებული რაიმე ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი უფლებების აღსასრულებლად).

6. მონაცემების დაცვა

თქვენი მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ არ არსებობს მონაცემების ელექტრონულად შენახვის ან გადაცემის 100%-ით უსაფრთხო მეთოდი. მიუხედავად იმისა რომ უსაფრთხოება ყოველთვის გარანტირებული არ არის, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება და მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ინფორმაციული უსაფრთხოების ზომები.

7. სერვის პროვაიდერები

ჩვენ შესაძლოა დავიქირავოთ მესამე ფიზიკური ან იურიდიული პირები თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში, რომლებმაც შეიძლება მომსახურება ჩვენი სახელით გაგიწიონ ან რომლებიც შეასრულებენ სხვადასხვა დავალებებს და დაგვეხმარებიან სერვისის მიწოდების ანალიზში.

მსგავს მესამე პირებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ იმ მიზნით რათა შეასრულონ მათი ვალდებულებები ჩვენი სახელით და არ არიან უფლებამოსილნი ეს მონაცემები გაუმჟღავნონ ნებისმიერ მესამე პირს ან გამოიყენონ ნებისმიერი სხვა მიზნით.

8. ანალიტიკა

ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ მესამე პირთა სერვისები ჩვენი მომსახურებით სარგებლობის მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

  • Google ანალიტიკა არის ვებ-ანალიტიკის სერვისი ოპერირებული Google-ს მიერ, რომელიც ახორციელებს ვებ საიტზე ტრეფიკზე დაკვირვებას და ანგარიშგებას. ეს მონაცემები ზიარდება Google-ს სხვა სერვისებთან. Google-მა შეიძლება გამოიყენოს ეს მონაცემები რათა განახორციელოს პერსონალურად გამიზნული რეკლამირება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომ Google ანალიტიკამ ვერ შეძლოს თქვენს მოქმედებებზე დაკვირვება თუ კი დააყენებთ შესაბამის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა უფლებას არ აძლევს Google ანალიტიკას გააზიაროს მოიპოვოს ინფორმაცია  ვებ-გვერდზე თქვენი მოქმედებების შესახებ. Google-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ შემდეგ მისამართს:    https://policies.google.com/privacy?hl=en
  • Piwik/Matomo არის ვებ ანალიტიკის სერვისი. თქვენ შეიძლება გაეცნოთ მათ პოლიტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შემდეგ მისამართზე: https://matomo.org/privacy-policy
  • Clicky არის ვებ-ანალიტიკის სერვისი. თქვენ შეიძლება გაეცნოთ მათ პოლიტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შემდეგ მისამართზე: https://clicky.com/terms
  • Statcounter არის ვებ-ანალიტიკის სერვისი. თქვენ შეიძლება გაეცნოთ  მათ პოლიტიკას პერსონალურ  მონაცემთა დაცვის  შესახებ შემდეგ მისამართზე:  https://statcounter.com/about/legal/
9. სხვავებ-გვერდების მისამართები

ჩვენი სერვისის ფარგლებში შესაძლებელია არსებობდეს ლინკები სხვა ვებ-გვერდებზე რომელიც არ არის ჩვენს მიერ ოპერირებული. თუ თქვენ გადახვალთ სხვა ვებგვერდზე, გირჩევთ რომ კარგად გაეცნოთ მათ პოლიტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი გავაკონტროლოთ მესამე პირთა მიერ მართული ვებ-გვერდები და არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას ამ ვებ-გვერდების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის წესსა და პრაქტიკაზე.

10. ბავშვთა პერსონალური მონაცემები

ჩვენი სერვისები არ არის მიმართული 18 წლამდე პირების მიმართ. ჩვენ გაცნობიერებულად არ ვაგროვებთ 18 წლამდე პირთა პირად მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და თვლით რომ არასრულწლოვანმა მოგვაწოდა მისი პირადი ინფორმაცია თქვენი თანხმობის გარეშე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. თუ ჩვენთვს გახდება ცნობილი რომ ჩვენ შევაგროვე 18 წლამდე პირის პერსონალური ინფორმაცია მისი მშობლის ან კანონიერი  წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ჩვენ მივიღებთ ზომებს რათა მოხსნილი იქნეს ეს ინფორმაცია ჩვენი სერვერებიდან.

11. წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე და მასში ცვლილებების შეტანა

თუ თქვენ გსურთ (a) გქონდეთ ჩვენს მფლობელობაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი, ან ინფორმაცია ჩვენს მიერ ამ მონაცემების დამუშავების ან გამჟრავნების შესახებ, ან (b) ცვლილება შეიტანოთ ან განაახლოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემი, გთხოვთ მოგვმართეთ თხოვნით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

12. პერსონალური მონაცემების სისწორე

ჩვენ ვეყრდნობით თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების სისწორეს. იმისათვის რათა უზრუნველვყოთ რომ თქვენი პერსონ ლური მონაცემები იყოს განახლებული, სრული და სწორი, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია მასში შესული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შემდეგ მისამართზე [email protected]

13. პერსონალური მონაცემების შენახვა

ჩვენს შესაძლებელია შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ ვადით რაც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად რა მიზნითად მოხდა მათი შეგროვება, ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

ჩვენ შევწყვეტთ ამ მონაცემების შენახვას, იმ მომენტიდან როგორც კი გონივრულობის ფარგლებში სავარაუდოა რომ მათი შენახვა აღარ ემსახურება იმ მიზნებს რა მიზნითაც მოხდა მათი შეგროვება და აღარ არის საჭირო ბიზნესის ან სამართლებრივი მიზნებისთვის.

14. ცვლილებები ამ პოლიტიკაში

ჩვენ შესაძლებელია დრო და დრო ცვლილებები შევიტანოთ ამ პოლიტიკაში რის შესახებაც კლიენტებს  მივაწვდით ინფორმაციას ვებ-გვერდზე მისი განთავსების გზით.

ჩვენ გირჩევთ რომ პერიოდულად გადახედოთ ამ პოლიტიკას. მასში შესული ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა საიტზე მისი განთავსების დღიდან.

15. დაგვიკავშირდით

პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის შესახებ ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირ ეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]