ვიზეარის გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია Wizz Air
იანვარი 20, 2025ვიზეარის გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია Wizz Air
იანვარი 20, 2025Austrian Airlines -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
გსურს Austrian Airlines -სგან მოითხოვო გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია? მაშინ კარგად გაეცანი პირობებს და დაიწყე კომპენსაციის მოთხოვნა დღესვე.
Austrian Airlines -ი ავსტრიის წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1923 წელს შეიქმნა. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ვენის საერთაშორისო აეროპორტშია ქალაქ შვეხატში, სადაც ასევე კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს. ავსტრიის ავიახაზები 120-მდე მიმართულების ასრულებს რეისებს, სადაც გაერთიანებულია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენები. Austrian Airlines -ი Lufthansa Group -ის შვილობილი ავიაკომპანია და Star Alliance -ის წევრია.
რადგანაც Austrian Airlines -ი ევროპული ავიაკომპანიაა, ის ასრულებს ევროკავშირის 261/2004 რეგულაციის მოთხოვნას და თავის მგზავრებს სთავაზობს კომპენსაციას გაუქმებული თუ გადადებული ფრენების გამო.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Austrian Airlines- ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
Austrian Airlines- ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
დაგვიანება 3 საათს აღემატება
თუ Austrian Airlines- ი დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენას 3 საათით ან მეტით დაიგვიანებს, ვალდებულია მგზავრებს გადაუხადოს კომპენსაცია დაგვიანებული ფრენის გამო. გაითვალისწინეთ, რომ დაგვიანება განისაზღვრება ჩაფრენის და არა გაფრენის დროის მიხედვით.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
კომპენსაციის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ თქვენი რეისის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტები ევროკავშირის ტერიტორიას ეკუთვნოდეს. სწორედ ევროკავშირის 261/2004 რეგულაცია იცავს მგზავრების უფლებებს ფრენის დაგვიანების ან გაუქმების დროს.
დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
კომპენსაციიის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლების გაფიცვა და ა.შ. თუ დაგვიანების მიზეზია ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკები, გაფიცვები, ან სხვა “განსაკუთრებული გარემოებები, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, კომპენსაცია არ გაიცემა.
ავიაკომპანიისგან არ მიგიღიათ ალტერნატიული ფრენის შეთავაზება
თუ ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა, რომლის ჩაფრენის დრო დაემთხვეოდა თქვენი პირველი რეისის ჩაფრენის დროს, ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ Austrian Airlines- ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Austrian Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?
Austrian Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში
თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიისგან გაუქმების შეტყობინება მიიღეთ გამგზავრების თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში, ამ შემთხვევაში გეკუთვნით კომპენსაცია გაუქმებული ფრენის გამო.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
თუ თქვენი გაუქმებული ფრენის გამგზავრების ან დანიშნულების ადგილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
როდესაც ფრენის გაუქმების მიზეზად სახელდება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ან სხვა ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზები, მგზავრებს ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ეკუთვნით კომპენსაცია.
ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა
ზოგჯერ, როდესაც ავიაკომპანია აუქმებს ფრენას, მგზავრებს სთავაზობს დანიშნულების ადგილას სხვა რეისით გამგზავრებას. თუ თქვენ მსგავსი შეთავაზება არ მიგიღიათ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. ასევე, იცოდეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაკომპანიამ ავიაბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნათ.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Austrian Airlines -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?
Austrian Airlines -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ მაშინ, თუ თქვენი უარი მიიღეთ ბორტზე ასვლაზე ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო. ამასთანავე, აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:
რეგისტრაციაზე და ჩასხდომაზე გამოცხდდით დროულად
გაქვთ დადასტურებული ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი
ავიაკომპანიისგან შემოთავაზებულ ალტერნატივაზე, მაგ. ვაუჩერზე, განაცხადეთ უარი.
თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია ბორტზე არ დაშვების გამო.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Austrian Airlines -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის კომპენსაცია?
Austrian Airlines -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო კომპენსაციის მისაღებად ადგილი უნდა ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:
დაკარგული ბარგი
თუ თქვენ ფრენიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ჩაბარებულ ბარგს, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად და უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია.
დაზიანებული ბარგი
თუ თქვენი ბარგი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამისათვის აუცილებელია აეროპორტშივე განაცხადოთ ამის შესახებ და შეავსოთ სპეციალური ფორმა (Property Irregularity Report). განცხადებიდან 7 დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მოითხოვოთ კომპენსაცია დაზიანებული ბარგის გამო.
დაგვიანებული ბარგი
თუ თქვენმა ბარგმა დანიშნულების ადგილას ჩამოსვლა დაიგვიანა, შეგიძლიათ Austrian Airlines -ს მოსთხოვოთ იმ აუცილებელი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ბარგის მოლოდინში დაგჭირდათ.
რა შემთხვევაში არ გეკუთვნით Austrian Airlines -ის ფრენის კომპენსაცია?
არის შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრებს ფრენის დაგვიანებით ან გაუქმებით გამოწვეული ზარალი აუნაზღაუროს. ეს შემთხვევებია:
ავიაკომპანიამ შეატყობინა მგზავრებს ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შესახებ 14 დღეზე მეტი დროით ადრე.
ადგილი ჰქონდა ე.წ „განსაკუთრებულ გარემოებებს“, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. ესენია: ცუდი ამინდი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო არეულობა, ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან, სამთავრობო გადაწყვეტილებები და ა.შ.
თუ რეისმა დაიგვინა 3 საათზე ნაკლები დროით, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ვერ მოითხოვთ კომპენსაციას.
რამდენია Austrian Airlines -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია გაფრენისა და ჩაფრენის აეროპორტებს შორის მანძილზე და გამოითვლება შემდეგნაირად:
ფრენებს შორის მანძილი 1500 კმ-მდე: 250 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 1500 -დან 3500 კმ-მდე: 400 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 3500 კმ-დან: 600 ევრო
როგორ შემიძლია მივიღო Austrian Airlines -ის ფრენის კომპენსაცია?
ავსტრიის ავიახაზების კომპენსაციის მისაღებად, პირველ რიგში საჭიროა აკმაყოფილებდეთ ზემოთ მოცემულ ყველა პირობას. ამის შემდეგ, კი იწყებთ მარტივი ფორმის შევსება, რომელსაც FlyHelp-ი გთავაზობთ.
FlyHelp -ის კომპენსაციის ფორმის შევსება მარტივი და სწრაფი პროცესია:
შეავსეთ საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა პირადი და საკონტაქტო მონაცემები.
ატვირთეთ პასპორტი და ავიაბილეთი
ელექტრონული ხელმოწერით დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა.
ამით უფლებას მოგვანიჭებთ თქვენი სახელით ავიაკომპანიისგან მოვითხოვოთ თქვენი კუთვნილი კომპენსაცია.
განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და საჭირო პროცესების დაწყება ჩვენთან უფასოა. საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას კომპენსაციის მიღებაზე.
რატომ FlyHelp-ი?
პროფესიონალთა გუნდი - დახმარებას გაგიწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და არაერთი წარმატებით ამ საქმეში.
დროის დაზოგვა - თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ავიაკომპანისთან საკონტაქტოდ და საჭირო პროცედურების გასავლელად.
არანაირი ფინანსური რისკი - მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთვევაში.