SunExpress – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
November 15, 2024SunExpress – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
November 15, 2024Qatar Airways – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
თუ თქვენი Qatar Airways -ის ფრენამ დაიგვინა ან, უფრო მეტიც, რეისი გაუქმდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფულადი კომპენსაცია. თუ გაინტერესებთ როგორ უნდა მიიღოთ Qatar Airways -ის დაგვიანებული ან გაუქმებული ფრენის კომპენსაცია, წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ ყველაფერი ამ პროცესის შესახებ.
Qatar Airways -ი ყატარის ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში წამყვანი ავიაკომპანიაა. ყატარის ავიახაზები 200 ხომალდიანი ფლოტით ყველა დასახლებულ კონტინენტს აკავშირებს ერთმანეთთან. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც ავიაკომპანიის მთავარი ბაზაა, Qatar Airways - ი 170-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს ფრენებს.
Qatar Airways - ი არ არის ევროპული ავიაკომპანია, მაგრამ ის იცვას ევროკავშირის რეგულაციებს, როდესაც ოპერირებს ევროპის ფარგლებში. ამიტომ, ფრენასთან დაკავშირებული შეფერხებების დროს, Qatar Airways - ი ვალდებულია შეასრულოს EC 261 -ით გათვალისწინებული მოთხოვნები მგზავრთა უფლებების შესახებ და გასცეს კომპენსაცია საჭიროების შემთხვევაში.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Qatar Airways -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
Qatar Airways -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
დაგვიანება 3 საათს აღემატება
თუ თქვენ საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრინდებით დაგეგმილ დროზე 3 საათით ან მეტით გვიან, მაშინ გეკუთვნით Qatar Airways -ის კომპენსაცია დაგვიანებული ფრენის გამო. კომპენსაციის დასადგენად მნიშვნელოვანია რეისის ჩაფრენის და არა გაფრენის დრო.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
არაევროპული ავიაკომპანიების შემთხვევაში, კომპენსაციის წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა. თუ Qatar Airways -ი ფრენას ასრულებს ევროპული აეროპორტიდან და ადგილი ექნება რეისის დაგვიანებას, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლების გაფიცვა და ა.შ. თუ დაგვიანების მიზეზია ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკები, გაფიცვები, ან სხვა “განსაკუთრებული გარემოებები, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, კომპენსაცია არ გაიცემა.
ავიაკომპანიისგან არ მიგიღიათ ალტერნატიული ფრენის შეთავაზება
თუ ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა, რომლის ჩაფრენის დრო დაემთხვეოდა თქვენი პირველი ფრენის დროს, ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ Qatar Airways -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Qatar Airways -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?
Qatar Airways -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში
თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიისგან გაუქმების შეტყობინება მიიღეთ გაფრენის თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
თუ თქვენი გაუქმებული ფრენის გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
როდესაც ფრენის გაუქმების მიზეზად სახელდება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ან სხვა ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზები, მგზავრებს უფლება აქვთ მიიღონ Qatar Airways -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია.
ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა
ზოგჯერ, როდესაც ავიაკომპანია აუქმებს ფრენას, მგზავრებს სთავაზობს დანიშნულების ადგილას სხვა რეისით გამგზავრებას. თუ თქვენ მსგავსი შეთავაზება არ მიგიღიათ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. ასევე, იცოდეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაკომპანიამ ავიაბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნათ.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Qatar Airways -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?
Qatar Airways -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია გეკუთვნით მაშინ, თუ ავიაკომპანიამ, თქვენი სურვილის წინააღმდეგ, არ დაგიშვათ ბორტზე ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ:
რეგისტრაციაზე და ჩასხდომაზე გამოცხდდით დროულად
გაქვთ დადასტურებული ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი
ავიაკომპანიისგან შემოთავაზებულ ალტერნატივაზე, მაგ. ვაუჩერზე, განაცხადეთ უარი.
თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია ბორტზე არ დაშვების გამო.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Qatar Airways -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის კომპენსაცია?
იმისათვის, რომ დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია, ადგილი უნდა ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:
დაკარგული ბარგი
თუ თქვენ ფრენიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ჩაბარებულ ბარგს, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად და უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია.
დაზიანებული ბარგი
თუ თქვენი ბარგი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამისათვის აუცილებელია აეროპორტშივე განაცხადოთ ამის შესახებ და შეავსოთ სპეციალური ფორმა (Property Irregularity Report). განცხადებიდან 7 დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მოითხოვოთ კომპენსაცია დაზიანებული ბარგის გამო.
დაგვიანებული ბარგი
თუ თქვენმა ბარგმა დანიშნულების ადგილას ჩასვლა დაიგვიანა, Qatar Airways -გან შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ აუცილებელი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ბარგის მოლოდინში დაგჭირდათ.
რა შემთხვევაში არ გეკუთვნით Qatar Airways -ის ფრენის კომპენსაცია?
არსებობს მიზეზები, რომლებიც ავიაკომპანიას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან გასცეს კომპენსაცია დაგვიანებული თუ გაუქმებული რეისების გამო. ეს მიზეზებია:
ავიაკომპანიამ შეატყობინა მგზავრების ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შესახებ 14 დღეზე მეტი დროით ადრე.
ადგილი ჰქონდა ე.წ „განსაკუთრებულ გარემოებებს“, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. ესენია: ცუდი ამინდი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო არეულობა, ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან, სამთავრობო გადაწყვეტილებები და ა.შ.
თუ რეისმა დაიგვინა 3 საათზე ნაკლები დროით, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ვერ მოითხოვთ კომპენსაციას.
რამდენია Qatar Airways -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია გაფრენისა და ჩაფრენის აეროპორტებს შორის მანძილზე და გამოითვლება შემდეგნაირად:
ფრენებს შორის მანძილი 1500 კმ-მდე: 250 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 1500 -დან 3500 კმ-მდე: 400 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 3500 კმ-დან: 600 ევრო
როგორ შემიძლია მივიღო Qatar Airways -ის ფრენის კომპენსაცია?
ყატარის ავიახაზების კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მარტივი ფორმის შევსება, რომელსაც FlyHelp-ი გთავაზობთ. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია, ატვირთოთ პასპორტი და ავიაბილეთი და ბოლოს ელექტრონული ხელმოწერით დაადქასტუროთ თქვენი მოთხოვნა. ამით უფლებას მოგვანიჭებთ თქვენი სახელით ავიაკომპანიისგან მოვითხოვოთ თქვენი კუთვნილი კომპენსაცია. განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და საჭირო პროცესების დაყება ჩვენთან უფასოა. საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დაკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას კომპენსაციის მიღებაზე.
რატომ FlyHelp-ი?
პროფესიონალთა გუნდი - დახმარებას გაგიწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და არაერთი წარმატებით ამ საქმეში.
დროის დაზოგვა - თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ავიაკომპანისთან საკონტაქტოდ და საჭირო პროცედურების გასავლელად.
არანაირი ფინანსური რისკი - მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთვევაში.