Air Dolomiti - გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
flight delay compensation Qatar Airways
Qatar Airways – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
November 20, 2024
Eurowings kompensacia
Eurowings -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
December 16, 2024
flight delay compensation Qatar Airways
Qatar Airways – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
November 20, 2024
Eurowings kompensacia
Eurowings -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
December 16, 2024

Air Dolomiti -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია

თუ თქვენი Air Dolomiti -ს ფრენა გაუქმდა ან გადაიდო ბოლო 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა გეკუთვნოდეთ Air Dolomiti -ს გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელი გაეცნოთ წესებს და პირობებს, რომელიც ამ სტატიაშია წარმოდგენილი.

Air Dolomiti იტალიური რეგიონალური ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa -ს შვილობილ ავიაკომპანიას წარმოადგენს. Air Dolomiti 1989 წელს დაარსდა და მისი მთავარი ბაზა ვერონაშია. ავიაკომპანია ძირითადად ორიენტირებულია მცირე იტალიური ქალაქების დაკავშირებაზე ევროპის მთავარ ჰაბებთან, განსაკუთრებით მიუნხენთან და ფრანკფურტთან, რომლებიც Lufthansa-ს მთავარი ჰაბებია.

რადგანაც Air Dolomiti ევროპური ავიაკომპანიაა, ის ასრულებს ევროკავშირის 261/2004 რეგულაციის მოთხოვნას და თავის მგზავრებს სთავაზობს კომპენსაციას გაუქმებული თუ გადადებული ფრენების გამო.

რა შემთხვევაში გეკუთვნით Air Dolomiti -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?

Air Dolomiti -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:

დაგვიანება 3 საათს აღემატება

თუ რეისი საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრინდება დაგეგმილ დროზე 3 საათით ან მეტით გვიან, მგზავრებს ეკუთვნით Air Dolomiti -ის კომპენსაცია დაგვიანებული ფრენის გამო. დაგვიანების დრო განისაზღვრება რეისის ჩაფრენის და არა გამგზავრების მიხედვით.

ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია გამგზავრების და დანიშნულების აეროპორტები იყოს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სწორედ ევროკავშირის  261/2004 რეგულაცია იცავს მგავრების უფლებებს რეისების დაგვიანების თუ გაუქმების დროს.

დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ

კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლების გაფიცვა და ა.შ. თუ დაგვიანების მიზეზია ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკები, გაფიცვები, ან სხვა “განსაკუთრებული გარემოებები, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, კომპენსაცია არ გაიცემა.

ავიაკომპანიისგან არ მიგიღიათ ალტერნატიული ფრენის შეთავაზება

თუ ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა, რომლის ჩაფრენის დრო დაემთხვეოდა თქვენი პირველი ფრენის დროს, ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ Air Dolomiti -ს დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.

რა შემთხვევაში გეკუთვნით Air Dolomiti -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?

Air Dolomiti -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:

რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში

თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიისგან გაუქმების შეტყობინება მიიღეთ გაფრენის თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.

ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე

თუ თქვენი გაუქმებული ფრენის გამგზავრების ან დანიშნულების ადგილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ

როდესაც ფრენის გაუქმების მიზეზად სახელდება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ან სხვა ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზები, მგზავრებს უფლება აქვთ მიიღონ Air Dolomiti -ს გაუქმებული ფრენის კომპენსაცია.

ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა

ზოგჯერ, როდესაც ავიაკომპანია აუქმებს ფრენას, მგზავრებს სთავაზობს დანიშნულების ადგილას სხვა რეისით გამგზავრებას. თუ თქვენ მსგავსი შეთავაზება არ მიგიღიათ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. ასევე, იცოდეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაკომპანიამ ავიაბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნათ.

რა შემთხვევაში გეკუთვნით Air Dolomiti -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?

Air Dolomiti -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია გეკუთვნით მაშინ, თუ ავიაკომპანიამ, თქვენი სურვილის წინააღმდეგ, არ დაგიშვათ ბორტზე ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ:

რეგისტრაციაზე და ჩასხდომაზე გამოცხდდით დროულად

გაქვთ დადასტურებული ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი

ავიაკომპანიისგან შემოთავაზებულ ალტერნატივაზე, მაგ. ვაუჩერზე, განაცხადეთ უარი.

თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია ბორტზე არ დაშვების გამო.

რა შემთხვევაში გეკუთვნით Air Dolomiti -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის კომპენსაცია?

იმისათვის, რომ დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია, ადგილი უნდა ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:

დაკარგული ბარგი

თუ თქვენ ფრენიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ჩაბარებულ ბარგს, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად და უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია.

დაზიანებული ბარგი

თუ თქვენი ბარგი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამისათვის აუცილებელია აეროპორტშივე განაცხადოთ ამის შესახებ და შეავსოთ სპეციალური ფორმა (Property Irregularity Report). განცხადებიდან 7 დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მოითხოვოთ კომპენსაცია დაზიანებული ბარგის გამო.

დაგვიანებული ბარგი

თუ თქვენმა ბარგმა დანიშნულების ადგილას ჩამოსვლა დაიგვიანა, Air Dolomiti -სგან შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ აუცილებელი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ბარგის მოლოდინში დაგჭირდათ.

რა შემთხვევაში არ გეკუთვნით Air Dolomiti -ის ფრენის კომპენსაცია?

არსებობს მიზეზები, რომლებიც ავიაკომპანიას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან გასცეს კომპენსაცია დაგვიანებული თუ გაუქმებული რეისების გამო. ეს მიზეზებია:

ავიაკომპანიამ შეატყობინა მგზავრების ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შესახებ 14 დღეზე მეტი დროით ადრე.

ადგილი ჰქონდა ე.წ „განსაკუთრებულ გარემოებებს“, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. ესენია: ცუდი ამინდი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო არეულობა, ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან, სამთავრობო გადაწყვეტილებები და ა.შ.

თუ რეისმა დაიგვინა 3 საათზე ნაკლები დროით, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ვერ მოითხოვთ კომპენსაციას.

განცხადების შევსება

რამდენია Air Dolomiti -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?

კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია გაფრენისა და ჩაფრენის აეროპორტებს შორის მანძილზე და გამოითვლება შემდეგნაირად:

ფრენებს შორის მანძილი 1500 კმ-მდე: 250 ევრო

ფრენებს შორის მანძილი 1500 -დან 3500 კმ-მდე: 400 ევრო

ფრენებს შორის მანძილი 3500 კმ-დან: 600 ევრო

როგორ შემიძლია მივიღო Air Dolomiti -ის ფრენის კომპენსაცია?

Air Dolomiti -ის კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მარტივი ფორმის შევსება, რომელსაც FlyHelp-ი გთავაზობთ. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია, ატვირთოთ პასპორტი და ავიაბილეთი და ბოლოს ელექტრონული ხელმოწერით დაადქასტუროთ თქვენი მოთხოვნა. ამით უფლებას მოგვანიჭებთ თქვენი სახელით ავიაკომპანიისგან მოვითხოვოთ თქვენი კუთვნილი კომპენსაცია. განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და საჭირო პროცესების დაყება ჩვენთან უფასოა. საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დაკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას კომპენსაციის მიღებაზე.

რატომ FlyHelp-ი?

პროფესიონალთა გუნდი - დახმარებას გაგიწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და არაერთი წარმატებით ამ საქმეში.

დროის დაზოგვა - თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ავიაკომპანისთან საკონტაქტოდ და საჭირო პროცედურების გასავლელად.

არანაირი ფინანსური რისკი - მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთვევაში.

განცხადების შევსება

Air Dolomiti -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს გაეცანი გამოყენების პირობებს და კონფიდეციალურობის პოლიტიკას .
სრულად ნახავა