
Fly Dubai – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
თებერვალი 26, 2025
Edelweiss Air -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
მარტი 10, 2025
Fly Dubai – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
თებერვალი 26, 2025
Edelweiss Air -გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
მარტი 10, 2025
Azerbaijan Airlines – გაუქმებული და დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია
თუ გსურს გაიგო გაკუთვნის თუ არა Azerbaijan Airlines -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია, მაშინ დაეტალურად გაეცანი ამ სტატიაში მოეცმულ ინფორმაციას და მიიღე კუთვნილი კომპენსაცია მარტივად.
Azerbaijan Airlines (AZAL) -ი აზერბაიჯანის წამყვანი და ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა ჰეიდარ ალიევის აეროპორტშია, ქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანის ავიახაზები დაახლოებით 54 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებში.
მიუხედავად იმისა, რომ Azerbaijan Airlines -ი არ არის ევროპული ავიაკომპანია, ის მაინც იცავს ევროკავშირის რეგულაციებს, როდესაც ოპერირებს ევროპის ფარგლებში. როდესაც Azerbaijan Airlines -ის გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, ფრენის გაუქმების ან დაგვიანების დროს ის ვალდებულია შეასრულოს EC 261/2004 -ით გათვალისწინებული მოთხოვნები მგზავრთა უფლებების შესახებ და გასცეს კომპენსაცია საჭიროების შემთხვევაში.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Azerbaijan Airlines -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?

Azerbaijan Airlines -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია გეკუთვნის იმ შემთხვევაში, თუ:
დაგვიანება 3 საათს აღემატება
თუ რეისი საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრინდება დაგეგმილ დროზე 3 საათით ან მეტით გვიან, მგზავრებს ეკუთვნით Azerbaijan Airlines -ის კომპენსაცია დაგვიანებული ფრენის გამო. კომპენსაციის დასადგენად მნიშვნელოვანია რეისის ჩაფრენის და არა გაფრენის დრო.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
კომპენსაციის წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა. სწორედ ევროკავშირის 261/2004 რეგულაცია იცავს მგავრების უფლებებს რეისების დაგვიანების თუ გაუქმების დროს.
დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლების გაფიცვა და ა.შ. თუ დაგვიანების მიზეზია ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკები, გაფიცვები, ან სხვა “განსაკუთრებული გარემოებები, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, კომპენსაცია არ გაიცემა.
ავიაკომპანიისგან არ მიგიღიათ ალტერნატიული ფრენის შეთავაზება
თუ ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა, რომლის ჩაფრენის დრო დაემთხვეოდა თქვენი პირველი ფრენის დროს, ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ AZAL -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Azerbaijan Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?

Azerbaijan Airlines -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:
რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში
თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიისგან გაუქმების შეტყობინება მიიღეთ გაფრენის თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია.
ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე
თუ თქვენი გაუქმებული ფრენის გამგზავრების აეროპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ
როდესაც ფრენის გაუქმების მიზეზად სახელდება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ან სხვა ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზები, მგზავრებს უფლება აქვთ მიიღონ აზერბაიჯანის ავიახაზების გაუქმებული ფრენის კომპენსაცია.
ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა
ზოგჯერ, როდესაც ავიაკომპანია აუქმებს ფრენას, მგზავრებს სთავაზობს დანიშნულების ადგილას სხვა რეისით გამგზავრებას. თუ თქვენ მსგავსი შეთავაზება არ მიგიღიათ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია. ასევე, იცოდეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაკომპანიამ ავიაბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნათ.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Azerbaijan Airlines -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?

Azerbaijan Airlines -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია გეკუთვნით მაშინ, თუ ავიაკომპანიამ, თქვენი სურვილის წინააღმდეგ, არ დაგიშვათ ბორტზე ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია, თუ:
რეგისტრაციაზე და ჩასხდომაზე გამოცხდდით დროულად
გაქვთ დადასტურებული ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი
ავიაკომპანიისგან შემოთავაზებულ ალტერნატივაზე, მაგ. ვაუჩერზე, განაცხადეთ უარი.
თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია ბორტზე არ დაშვების გამო.
რა შემთხვევაში გეკუთვნით Azerbaijan Airlines -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის კომპენსაცია?

იმისათვის, რომ დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია, ადგილი უნდა ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:
დაკარგული ბარგი
თუ თქვენ ფრენიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ჩაბარებულ ბარგს, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად და უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია.
დაზიანებული ბარგი
თუ თქვენი ბარგი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამისათვის აუცილებელია აეროპორტშივე განაცხადოთ ამის შესახებ და შეავსოთ სპეციალური ფორმა (Property Irregularity Report). განცხადებიდან 7 დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მოითხოვოთ კომპენსაცია დაზიანებული ბარგის გამო.
დაგვიანებული ბარგი
თუ თქვენმა ბარგმა დანიშნულების ადგილას ჩამოსვლა დაიგვიანა, Azerbaijan Airlines -სგან შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ აუცილებელი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ბარგის მოლოდინში დაგჭირდათ.
რა შემთხვევაში არ გეკუთვნით Azerbaijan Airlines -ის ის ფრენის კომპენსაცია?
არსებობს მიზეზები, რომლებიც ავიაკომპანიას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან გასცეს კომპენსაცია დაგვიანებული თუ გაუქმებული რეისების გამო. ეს მიზეზებია:
ავიაკომპანიამ შეატყობინა მგზავრების ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შესახებ 14 დღეზე მეტი დროით ადრე.
ადგილი ჰქონდა ე.წ „განსაკუთრებულ გარემოებებს“, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. ესენია: ცუდი ამინდი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო არეულობა, ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან, სამთავრობო გადაწყვეტილებები და ა.შ.
თუ რეისმა დაიგვინა 3 საათზე ნაკლები დროით, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ვერ მოითხოვთ კომპენსაციას.
რამდენია Azerbaijan Airlines -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?
კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია გაფრენისა და ჩაფრენის აეროპორტებს შორის მანძილზე და გამოითვლება შემდეგნაირად:
ფრენებს შორის მანძილი 1500 კმ-მდე: 250 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 1500 -დან 3500 კმ-მდე: 400 ევრო
ფრენებს შორის მანძილი 3500 კმ-დან: 600 ევრო
როგორ შემიძლია მივიღო Azerbaijan Airlines-ის ფრენის კომპენსაცია?

AZAL -ის კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მარტივი ფორმის შევსება, რომელსაც FlyHelp-ი გთავაზობთ. თქვენ მხოლოდ უნდა შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია, ატვირთოთ პასპორტი და ავიაბილეთი და ბოლოს ელექტრონული ხელმოწერით დაადქასტუროთ თქვენი მოთხოვნა. ამით უფლებას მოგვანიჭებთ თქვენი სახელით ავიაკომპანიისგან მოვითხოვოთ თქვენი კუთვნილი კომპენსაცია. განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და საჭირო პროცესების დაყება ჩვენთან უფასოა. საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დაკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას კომპენსაციის მიღებაზე.
რატომ FlyHelp-ი?
პროფესიონალთა გუნდი - დახმარებას გაგიწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და არაერთი წარმატებით ამ საქმეში.
დროის დაზოგვა - თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ავიაკომპანისთან საკონტაქტოდ და საჭირო პროცედურების გასავლელად.
არანაირი ფინანსური რისკი - მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთვევაში.