Ryanair frenis kompensacia
Ryanair ფრენის კომპენსაცია €600 -მდე
მარტი 18, 2025
Ryanair frenis kompensacia
Ryanair ფრენის კომპენსაცია €600 -მდე
მარტი 18, 2025

British Airways ფრენის კომპენსაცია €600 -მდე

მიიღე British Airways-ის ფრენის კომპენსაცია 600 ევრომდე! თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში შენი ფრენა გადაიდო, გაუქმდა ან უარი გითხრეს ბორტზე ასვლაზე, შეიძლება გეკუთვნოდეს კომპენსაცია. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა გელოდება ჩვენს სტატიაში – შეავსე და მიიღე კუთვნილი კომპენსაცია.

British Airways -ი გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ოფისი ლონდონში, ხოლო მთავარი ბაზა ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს. ფლოტისა და მიმართულებების რაოდენობით, ბრიტანეთის ავიახაზები გაერთიანებულ სამეფოში მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა easyJet -ის შემდეგ.

მიუხედვად იმისა, რომ British Airways -ი არ არის ევროკავშირში დაფუძნებული ავიაკომპანია, ის ექვემდებარება ევროკავშირის EC 261/2004 რეგულაციას, როდესაც ფრენას ახორციელებს ევროკავშირის ტერიოტირიიდან. სწორედ ეს რეგულაცია იცავს მგზავრთა უფლებებს ფრენასთან დაკავშირებული შეფერხებების დროს და ავალდებულებს ავიაკომპანიებს გასცენ კომპენსაცია დაზარალებული მგზავრებისთვის.

რა შემთხვევაში გეკუთვნით British Airways -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?

British Airways -ის დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ, თუ:

დაგვიანება 3 საათს აღემატება

თუ British Airways -ი თქვენი საბოლოო დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენას 3 ან მეტი საათით დაიგვიანებს, ავიაკომპანია ვალდებულია გადაგიხადოთ კომპენსაცია დაგვიანებული ფრენის გამო. გაითვალისწინეთ, რომ დაგვიანება განისაზღვრება ჩაფრენის და არა გაფრენის დროის მიხედვით.

ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე

კომპენსაციის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ თქვენი რეისის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტები ევროკავშირის ტერიტორიას ეკუთვნოდეს. სწორედ ევროკავშირის 261/2004 რეგულაცია იცავს მგზავრების უფლებებს ფრენის დაგვიანების ან გაუქმების დროს.

დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ

კომპენსაციიის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ რეისის დაგვიანებაზე ავიაკომპანიაა პასუხისმგებელი. მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობა, თანამშრომლების გაფიცვა და სხვა პრობლემები. თუ დაგვიანების მიზეზია ცუდი ამინდი, უსაფრთხოების რისკები, გაფიცვები, ან სხვა “განსაკუთრებული გარემოებები, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა, კომპენსაცია არ გაიცემა.

ავიაკომპანიისგან არ მიგიღიათ ალტერნატიული ფრენის შეთავაზება

თუ ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა, რომლის ჩაფრენის დრო დაემთხვეოდა თქვენი პირველი რეისის ჩაფრენის დროს, ამ შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია.

რა შემთხვევაში გეკუთვნით British Airways -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია?

British Airways -ის გაუქმებული ფრენის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ:

რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში

თუ თქვენი რეისი გაუქმდა და ავიაკომპანიისგან გაუქმების შეტყობინება მიიღეთ გამგზავრების თარიღამდე 14 დღეზე ნაკლებ დროში, ამ შემთხვევაში გეკუთვნით კომპენსაცია გაუქმებული ფრენის გამო.

ფრენა სრულდება ევროკავშირის ტერიტორიაზე

თუ თქვენი გაუქმებული ფრენის გამგზავრების ან დანიშნულების ადგილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

ფრენის გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიერ

როდესაც ფრენის გაუქმების მიზეზად სახელდება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ან სხვა ავიაკომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზები, მგზავრებს ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ეკუთვნით კომპენსაცია.

ავიაკომპანიას არ შემოუთავაზებია ალტერნატიული ფრენა

ზოგჯერ, როდესაც ავიაკომპანია აუქმებს ფრენას, მგზავრებს სთავაზობს დანიშნულების ადგილას სხვა რეისით გამგზავრებას. თუ თქვენ მსგავსი შეთავაზება არ მიგიღიათ, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ British Airways -ის კომპენსაცია. ასევე, იცოდეთ, რომ კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაშიც, თუ ავიაკომპანიამ ავიაბილეთში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნათ.

რა შემთხვევაში გეკუთვნით British Airways -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია?

British Airways -ის ჩასხდომაზე უარის თქმის კომპენსაცია შეგიძლიათ მიიღოთ მაშინ, თუ თქვენი უარი მიიღეთ ბორტზე ასვლაზე ზედმეტად გაყიდული ადგილების გამო. ამასთანავე, აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

რეგისტრაციაზე და ჩასხდომაზე გამოცხდდით დროულად

გაქვთ დადასტურებული ავიაბილეთი და ჩასხდომის ბარათი

ავიაკომპანიისგან შემოთავაზებულ ალტერნატივაზე, მაგ. ვაუჩერზე, განაცხადეთ უარი.

თუ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებთ, თქვენ შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მიიღოთ კომპენსაცია ბორტზე არ დაშვების გამო.

რა შემთხვევაში გეკუთვნით British Airways -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის კომპენსაცია?

British Airways -ის დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო კომპენსაციის მისაღებად ადგილი უნდა ჰქონდეს შემდეგ გარემოებებს:

დაკარგული ბარგი

თუ თქვენ ფრენიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ჩაბარებულ ბარგს, ის ოფიციალურად ითვლება დაკარგულად და უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპენსაცია.

დაზიანებული ბარგი

თუ თქვენი ბარგი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, თქვენ გაქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამისათვის აუცილებელია აეროპორტშივე განაცხადოთ ამის შესახებ და შეავსოთ სპეციალური ფორმა (Property Irregularity Report). განცხადებიდან 7 დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ ავიაკომპანიისგან მოითხოვოთ კომპენსაცია დაზიანებული ბარგის გამო.

დაგვიანებული ბარგი

თუ თქვენმა ბარგმა დანიშნულების ადგილას ჩამოსვლა დაიგვიანა, შეგიძლიათ ბრიტანეთის ავიახაზებს მოსთხოვოთ იმ აუცილებელი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ბარგის მოლოდინში დაგჭირდათ.

რა შემთხვევაში არ გეკუთვნით British Airways -ის ფრენის კომპენსაცია?

არის შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრებს ფრენის დაგვიანებით ან გაუქმებით გამოწვეული ზარალი აუნაზღაუროს. ეს შემთხვევებია: 

ავიაკომპანიამ შეატყობინა მგზავრებს ფრენის გაუქმების ან დაგვიანების შესახებ 14 დღეზე მეტი დროით ადრე.

ადგილი ჰქონდა ე.წ „განსაკუთრებულ გარემოებებს“, რაც ავიაკომპანიის კონტროლის მიღმაა. ესენია: ცუდი ამინდი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო არეულობა, ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან, სამთავრობო გადაწყვეტილებები და ა.შ.

თუ რეისმა დაიგვინა 3 საათზე ნაკლები დროით, ამ შემთხვევაში ავიაკომპანიისგან ვერ მოითხოვთ კომპენსაციას.

განცხადების შევსება

რამდენია British Airways -ის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია?

კომპენსაციის რაოდენობა დამოკიდებულია გაფრენისა და ჩაფრენის აეროპორტებს შორის მანძილზე და გამოითვლება შემდეგნაირად:

ფრენებს შორის მანძილი 1500 კმ-მდე: 250 ევრო

ფრენებს შორის მანძილი 1500 -დან 3500 კმ-მდე: 400 ევრო

ფრენებს შორის მანძილი 3500 კმ-დან: 600 ევრო

როგორ შემიძლია მივიღო British Airways -ის ფრენის კომპენსაცია?

British Airways -ის კომპენსაციის მისაღებად, პირველ რიგში საჭიროა აკმაყოფილებდეთ ზემოთ მოცემულ ყველა პირობას. ამის შემდეგ, კი იწყებთ მარტივი ფორმის შევსება, რომელსაც FlyHelp-ი გთავაზობთ.

FlyHelp -ის კომპენსაციის ფორმის შევსება მარტივი და სწრაფი პროცესია:

შეავსეთ საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა პირადი და საკონტაქტო მონაცემები.

ატვირთეთ პასპორტი და ავიაბილეთი

ელექტრონული ხელმოწერით დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა.

ამით უფლებას მოგვანიჭებთ თქვენი სახელით ავიაკომპანიისგან მოვითხოვოთ თქვენი კუთვნილი კომპენსაცია.

განაცხადის მიღება, მისი დამუშავება და საჭირო პროცესების დაწყება ჩვენთან უფასოა. საკომისიოს ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას კომპენსაციის მიღებაზე.

რატომ FlyHelp-ი?

პროფესიონალთა გუნდი - დახმარებას გაგიწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და არაერთი წარმატებით ამ საქმეში.

დროის დაზოგვა - თქვენ არ მოგიწევთ დროის დაკარგვა ავიაკომპანისთან საკონტაქტოდ და საჭირო პროცედურების გასავლელად.

არანაირი ფინანსური რისკი - მომსახურების საფასურს ვიღებთ მხოლოდ საქმის წარმატებით დასრულების შემთვევაში.

განცხადების შევსება

British Airways ფრენის კომპენსაცია €600 -მდე
ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს გაეცანი გამოყენების პირობებს და კონფიდეციალურობის პოლიტიკას .
სრულად ნახავა