უარი ჩასხდომაზე
October 10, 2024ვიზეარის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია Wizz Air
October 10, 2024უარი ჩასხდომაზე
October 10, 2024ვიზეარის გაუქმებული ან დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია Wizz Air
October 10, 2024ფრენის გადადება / გაუქმება
ყოველწლიურად მილიონობით მგზავრი მოგზაურობს, მაგრამ დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ არსებობს საჰაერო მგზავრების უფლებები, და ამაში flyhelp-ს შეუძლია დაგეხმართ, აგიხსნათ თქვენი უფლებები და მოითხოვოთ კომპენსაცია, რომლის უფლებაც გაქვთ.
საჰაერო მგზავრობის დროს ფრენის გაუქმებამ შეიძლბე განაპირობოს თქვენი მოგზაურობის შეფერხება, ასეთ დროს კანონმდებლობა მგზავრს უფლებას ანიჭებს ავიაკომპანიას მოსთხოვოს გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია 600 ევრომდე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ავიაკომპანია ვალდებულია გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია მხოლოდ მაშინ როდესაც სახეზეა მთელი რიგი წინაპირობები, რომელსაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ იხილავთ.
რა შემთხვევაში გეკუთვნით გაუქმებული ფრენის კომპენსაცია ?
გაუქმებული რეისის კომპენსაციის მისაღებად საჭიროა რამდენიმე პირობა იყოს დაკმაყოფილებული:
ფრენის გაუქმებისშესახებ ფრენამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ავიაკომპანიამ არ გაგაფრთხილათ
თქვენ დროულად გამოცხადდით რეგისტრაციაზე
ფრენის გაუქმების მიმზეზი ავიაკომპანიის კონტროლის ქვეშ იყო (მაგალითად საოპერაციო გარემოებები, ტექნიკური გაუმართაობა, პერსონალის გაფიცვა და ა.შ.).
მნიშვნელოვანია, რომ თუ კი ავიაკომპანიამ ფრენის გადადების შესახებ მგზავრს შეატყობინა ფრენამდე 14 დღეზე ნაკლები დროით ადრე, მგზავრს შესაძლოა ეკუთვნოდეს 250 დან 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ავიაკომპანიამ მგზავრს აუნაზღაურა გაუქმებულ ფრენაში გადახდილის ბილეთის საფასური.
როგორ გამოითვლება გაუქმებული ფრენის კომპენსაციის ოდენობა?
ფრენის კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია გაფრენის აეროპორტსა და საბოლოო დანიშნულების აეროპორტს შორის მანძილის ოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:
თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.მდე – 250 ევრო
თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე – 400 ევრო
თუ ფრენის მანძილის 3500 კმ.ს და მეტი – 600 ევრო.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობები ზოგადი ხასიათისაა და შესაძლებელია საჭიროებდეს დამატებით განმარტებას ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და უფასოდ შეამოწმოთ გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია ჩვენს ონლაინ აპლიკაციაში ან გთხოვთ თქვენი ქეისის შესახებ მოგვწეროთ დეტალურად.მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მიერ შეძენილი ბილეთის ფასს. მგზავრს ფრენის კომპენსაცია ეკუთვნის მიუხედავად მის მიერ ბილეთში გადახდილი ფასისა.
ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია თუ კი:
ავიაკომპანიამ შეატყობინა ფრენის გადადების შესახებ 14 დღეზე მეტი ვადით ადრე
ფრენის გადადება მოხდა „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო, რომელიც ავიაკომპანიას არ შეეძლო აერიდებინა თავიდან
განსაკუთრებული გარემოებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაკომპანიას არ ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაში როდესაც ფრენა გადაიდო „განსაკუთრებული გარემოებების“ მიზეზით. როგორც წესი, „განსაკუთრებული გარემოებები“ მოიცავს ისეთ შემთხვევებს ან გარემოებებს რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა არის და რომლის მართვა ან თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეუძლია. არ არსებობს „განსაკუთრებული გარემოებების“ ამომწურავი ჩამონათვალი და იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე დროს, „განსაკუთრებული გარემოებების“ არეალი შესაძლოა ყოველთვის შეიცვალოს/განახლდეს სხვადასხვა სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ზოგადად „განსაკუთრებულ გარემოებებად“ განიხილება:
ცუდი ამინდი რომელიც შეუძლებელს ხდის ფრენის შესრულებას
პოლიტიკური ან სამოქალაქო არეულობა
ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები რაც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიაზე
სამთავრობო გადაწყვეტილებები
ნებისმიერი სხვა გარემოება რაც არის ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა.
როგორ უნდა მოვიქცე ფრენის გადადების დროს?
ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მოთხოვეთ ახსნა-განმარტება ფრენის გადადების მიზეზთან დაკავშირებით
შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი, ა.შ.)
მიაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო ფრენის კომპენსაციის შესახებ სხვა მგზავრებს
დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად და გადმოგვიგზავნეთ სამგზავრო დოკუმენტაციის ასლები
აგრეთვე უნდა იცოდეთ რომ:
არაქვს მნიშვნელობა ბილეთი თქვენით შეიძინეთ თუ ტურისტული სააგენტოს დახმარებით, თქვენ მაინც გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია
თუ მიემგზავრებოდით საქმიან შეხვედრაზე და ბილეთი შეიძინა კომპანიამ, დაზარალებული მგზავრი ხართ თქვენ ამიტომ თქვენ გაქვთ მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება
არაქვს მნიშვნელობა ბილეთის ღირებულებას, კომპენსაციის მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში.
შენიშვნა:
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ განთავსებული ინფორმაცია ფრენის გადადების დროს მგზავრთა უფლებების შესახებ არის საინფორმაციო ხასიათის და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთათვის ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც იურიდიული კონსულტაცია ან კომპენსაციის მიღების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარანტია. იმისათვის რათა შევძლოთ თქვენთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ჩვენმა გუნდა უნდა შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევის დეტალები, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ.
მოითხოვე 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია მარტივად