უარი ჩასხდომაზე
ფრენის დაგვიანება
ფრენის დაგვიანება
October 10, 2024
ფრენის გადადება და გაუქმება
ფრენის გადადება / გაუქმება
October 10, 2024
ფრენის დაგვიანება
ფრენის დაგვიანება
October 10, 2024
ფრენის გადადება და გაუქმება
ფრენის გადადება / გაუქმება
October 10, 2024

უარი ჩასხდომაზე

ყოველწლიურად მილიონობით მგზავრი მოგზაურობს, მაგრამ დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ არსებობს საჰაერო მგზავრების უფლებები, და ამაში flyhelp-ს შეუძლია დაგეხმართ, აგიხსნათ თქვენი უფლებები და მოითხოვოთ კომპენსაცია, რომლის უფლებაც გაქვთ.

ოვერბუქინგი

ფრენის დაგვიანება ან გაუქმება არ არის ერთადერთი პრობლემა რაც შეიძლება ფრენის დროს შეგექმნათ. ხშირად ავიაკომპანიები კონკრეტულ რეისზე 5%-15% უფრო მეტ ბილეთს ყიდიან, ვიდრე თვითმფრინავში ადგილების რაოდენობაა, რადგან ვარაუდობენ რომ ფრენაზე ყველა მგზავრი არ გამოცხადდება, ასეთ შემთხვევას „ოვერბუქინგი“ (overbooking) ეწოდება. იგი თანამედროვე სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში დამკვიდრებული მოვლენაა.

ხშირად ხდება რომ ყველა მგზავრი ფრენაზე არ ცხადდება და მათი ადგილი ცარიელი რჩება. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ცარიელი ადგილების შესავსებად ზოგიერთი ავიაკომპანია მიმართავს „ოვერბუქინგის“ პრაქტიკას. თუმცა, „ოვერბუქინგის“ გამო შესაძლებელია რომელიმე მგზავრი „ზედმეტი“ აღმოჩნდეს და ასეთ დროს ავიაკომპანიას უწევს უარი უთხრას მას ჩასხდომაზე. ეს რა თქმა უნდა ავიაკომპანიის ბრალია და იგი ვალდებულია მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია 600 ევრომდე ოდენობით.

მსგავს ვითარებებში თავდაპირველად ავიაკომპანიები ხშირად სთავაზობენ მგზავრებს სხვადასხვა ვაუჩერებს ან სხვა სარგებელს და სანაცვლოდ ითხოვენ, რომ მგზავრმა „საკუთარი ნებით“ დაუთმოს ადგილი სხვა მგზავრს რეისზე და იმგზავროს მომდევნო რეისით. თუ კი მგზავრი დათანხმდება ავიაკომპანიის შეთავაზებას და საკუთარი ნებით დაუთმობს ადგილს სხვა მგზავრს დაკარგავს უფლებას მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია.

იმ შემთხვევაში თუ კი მგზავრი არ დათანხმდება ავიაკომპანიის შეთავაზებას და ადგილს არ დაუთმობს სხვა მგზავრს, ავიაკომპანიას მოუწევს მგზავრი იძულებით მოხსნას რეისიდან და უარი უთხრას ჩასხდომაზე. ასეთ შემთხვევაში მგზავრი უფლებამოსილია მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

ჩასხდომაზე უარის დროს მგზავრს უფლება ქონდეს მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ კი:

მგზავრმა დროულად გაიარა რეგისტრაცია, ყველა სამგზავრო დოკუმენტი წესრიგში აქვს და არ არსებობს უსაფრთხოებასთან ან მგზავრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ობიექტური რისკები.

ვაუჩერის და ბონუსის სანაცვლოდ თქვენი ნებით არ გითქვამთ უარი ადგილზე.

როგორ გამოითვლება ფრენის კომპენსაციის რაოდენობა ოვერბუქინგი დროს?

ფრენის კომპენსაცია სხვადასხვა ოდენობით შეიძლება გაიცეს და იგი დამოკიდებულია გაფრენის აეროპორტსა და საბოლოო დანიშნულების აეროპორტს შორის მანძილის ოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.მდე – 250 ევრომდე ფრენის კომპენსაცია

თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე – 400 ევრომდე ფრენის კომპენსაცია

თუ ფრენის მანძილის 3500 კმ.ს და მეტი – 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია

მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მიერ შეძენილი ბილეთის ფასს. მგზავრს ფრენის კომპენსაცია ეკუთვნის მიუხედავად მის მიერ ბილეთში გადახდილი ფასისა.

როგორ უნდა მოვიქცე ჩასხდომაზე უარის დროს?

არ დათმოთ თქვენი ადგილი ვაუჩერის სანაცვლოდ

ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მოთხოვეთ ახსნა-განმარტება უარის მიზეზთან დაკავშირებით

შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი, ა.შ.)

შეინახეთ ქვითრები თუ ჩასხდომაზე უარის თქმის გამო დამატებითი ხარჯები გექნებათ

მიაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო კომპენსაციის შესახებ სხვა მგზავრებს

დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად და გადმოგვიგზავნეთ სამგზავრო დოკუმენტაციის ასლები.

შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ განთავსებული ინფორმაცია ჩასხდომაზე უარის დროს მგზავრთა უფლებების შესახებ არის საინფორმაციო ხასიათის და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთათვის ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც იურიდიული კონსულტაცია ან ფრენის კომპენსაციის მიღების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარანტია. იმისათვის რათა შევძლოთ თქვენთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ჩვენმა გუნდა უნდა შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევის დეტალები, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ.

მოითხოვე 600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია მარტივად

განცხადების შევსება
უარი ჩასხდომაზე
ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს გაეცანი გამოყენების პირობებს და კონფიდეციალურობის პოლიტიკას .
სრულად ნახავა